გამოყენების პირობები
1. სფერო
1.1. შპს NEW YORKER Marketing & Media International GmbH-ის მიერ შემოთავაზებული მობილური აპლიკაციის (შემდგომში მოხსენებული როგორც „NEW YORKER“) და NEW YORKER-ის ყველა სხვა ასოცირებული აპლიკაციისა და სერვისის გამოყენება, რომელიც მიეწოდება მობილური აპლიკაციის მომხმარებელს (შემდგომში მოხსენებული როგორც „NEW YORKER აპლიკაცია“), ნებადართულია ექსკლუზიურად აღნიშნული გამოყენების პირობების საფუძველზე. მოცემულ კონტექსტში „მობილური აპლიკაციები“ ნიშნავს აპლიკაციებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სმარტფონებზე, პლანშეტ კომპიუტერებსა და სხვა მოწყობილობებზე.
1.2. დროდადრო ჩვენ მოვახდენთ გამოყენების პირობების ადაპტირებას ცვლილებების ასახვის მიზნით. სერვისის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით უახლეს ვერსიაში აღნიშნული გამოყენების პირობებს.
1.3. იმისათვის, რომ გამოიყენოთ NEW YORKER აპლიკაცია, უნდა იყოთ მინიუმ 18 წლის.
2. პირობები
2.1. ზოგადად, NEW YORKER აპლიკაცია უნდა ჩამოიტვირთოს შესაბამისი მაღაზიიდან (ზოგადად App Store iPhone/iPad-ისთვის და Google Play Android მოწყობილობებისთვის). NEW YORKER აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა. პროვაიდერმა შესაძლოა დაგაკისროთ გადაცემის ხარჯები NEW YORKER აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და გამოყენებისას.
2.2. თუ დაგეკისრებათ გადასახადი New YORKER აპლიკაციის სერვისებისთვის, ამის შესახებ მიიღებთ შეტყობინებას და შესაბამის გადასახადზე თანხმობის მოთხოვნას შესყიდვის დასრულებამდე.
3. გამოყენების უფლება
3.1. თუ ცალკეულ შემთხვევებში სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, ჩვენ მოგცემთ შეზღუდულ, არაექსკლუზიურ და არატრანსფერულ უფლებას ეკრანზე NEW YORKER აპლიკაციისდა მისი შინაარსის წვდომის, გამოყენებისა და ეკრანზე ჩვენების შესახებ პირადი გამოყენების მიზნით წინამდებარე გამოყენების პირობების შესაბამისად. აკრძალულია კომერციული მიზნით გამოყენება, განსაკუთრებით კომერციული რეკლამის განთავსება.
3.2. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ თქვენს მიერ NEW YORKER აპლიკაციის გამოყენება ჩვენი შეხედულებისამებრ და წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუ თქვენთან სხვაგვარად არ არის შეთანხმებული ხელშეკრულების მიხედვით. ასევე გვაქვს უფლება, მოვახდინოთ დეაქტივაცია ან წავშალოთ თქვენი პაროლი, მომხმარებლის ანგარიში და მომხმარებლის ანგარიშის მთელი შინაარსი დაუყონებლივ და დავბლოკოთ პერსონალურ მონაცემებზე თქვენი შემდგომი წვდომა, თუ არღვევთ გამოყენების წესებს ან თუ მოგვაწვდით ყალბ, არაზუსტ ან არასრულ ინფორმაციას თქვენი ვინაობის შესახებ ან თუ გვაქვს ლეგიტიმური ეჭვის საფუძველი, რომ თქვენ მოგვაწოდეთ ყალბი, არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია თქვენი ვინაობის შესახებ.
4. ტექნიკური მოთხოვნები
4.1. NEW YORKER აპლიკაციის გამოყენების წინაპირობაა, გქონდეთ თავსებადი მოწყობილობები და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა. მიზანშეწონილია გამოიყენოთ საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი ვერსიები. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი მოწყობილობების რეგულარული განახლება.
4.2. NEW YORKER აპლიკაციის გამოყენება ასევე მოითხოვს ინტერნეტთან წვდომას.
5. ვალდებულება
5.1. NEW YORKER ცდილობს მიაწოდოს ზუსტი და განახლებული ინფორმაცია NEW YORKER აპლიკაციაში. თუმცა, არ არის უზრუნველყოფილი აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტის და/ან დროულობის გარანტია. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვერ ვიღებთ NEW YORKER და/ან სხვა მასთან დაკავშირებულ აპლიკაციებსა და სერვისებზე წვდომის შეუძლებლობის შედეგებზე პასუხისმგებლობას. აღნიშნულ კონტექსტში, ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ან წავშალოთ შინაარსი და სერვისები ნებისმიერ დროს, თუ თქვენთან სხვაგვარად არ არის შეთანხმებული ხელშეკრულების მიხედვით. შესაბამისად, არ არსებობს გარანტია NEW YORKER აპლიკაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის შესახებ და არ შეიძლება ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ბრალეულობით NEW YORKER აპლიკაციის მიუწვდომლობის და ან მონაცემების დაკარგვის გამო, რაზეც ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი.
5.2. NEW YORKER იძლევა გარანტიას, რომ მოგაწვდით NEW YORKER აპლიკაციას გონივრული სიფრთხილით და შესაძლებლობებით და რომ NEW YORKER აპლიკაცია შესაბამისობაში იქნება წინამდებარე გამოყენების პირობებთან და ამ კუთხით მისგან გამოწვეულ შედეგებთან. თუმცა, NEW YORKER არ იძლევა გარანტიას, რომ NEW YORKER აპლიკაცია ან მისი შინაარსი თავსებადი იქნება თქვენი მობილური მოწყობილობის აპარატურატთნ და პროგრამულ უზრუნველყოფასთან. უფრო მეტიც, ნებისმიერი მოქმედი სავალდებულო კანონიერი უფლებების მიუხედავად, რომელიც შეიძლება გქონდეთ, NEW YORKER არ იძლევა გარანტიას, რომ აღნიშნული შინაარსი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ ან კონკრეტულ დროს შეუზღუდავად ან დააკმაყოფილებს კონკრეტულ სერვისებსა და ფუნქციურ მოთხოვნებს.
5.3. NEW YORKER პასუხისმგებელია მხოლოდ იმ შინაარსზე, რომელიც NEW YORKER-მა თავად შექმნა, გამოაქვეყნა ან გაავრცელა.
5.4. თუ მესამე მხარის ვებ-გბერდების და/ან სერვისების ბმულები შეტანილია NEW YORKER აპლიკაციაში, ჩვენ არ ვაცხადებთ გარე ვებ-გვერდების შინაარსზე ან სერვისებზე საკუთრების პრეტენზიას; კერძოდ, ჩვენ ვერ ვამოწმებთ სხვა კომპანიების ვებ-გვერდებს ან/და სერვისებს მუდმივად. ბმული უბრალოდ მინიშნებაა თქვენთვის. ჩვენ ასევე ვერ მოგცემთ გარანტიას ბმული ვებ-გვერდების და/ან სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ. მათი გამოყენება თქვენივე პასუხისმგებლობის ქვეშაა.
5.5. რამდენადაც ჩვენ გთავაზობთ ინტერაქტიულ სერვისებში მონაწილეობის შესაძლებლობას, თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს მიერ შექმნილ შინაარსზე.
5.6. მიუხედავად იმისა, რომ NEW YORKER ყველანაირად ცდილობს, რომ NEW YORKER აპლიკაცია ვირუსებისგან თავისუფალი იყოს, NEW YORKER არ იძლევა გარანტიას ვირუსების არარსებობის შესახებ. მასალის/შინაარსის ჩამოტვირთვამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ შესაბამისი უსაფრთხოების მოწყობილობები და ვირუსის სკანერები თქვენივე დასაცავად და NEW YORKER აპლიკაციების დავირუსების თავიდან ასაცილებლად.
5.7. პრინციპში, ჩვენ ვიღებთ შეუზღუდავ პასუხისმგებლობას მავნე განზრახვისა და დაუდევრობის შემთხვევაში. უმნიშვნელო დაუდევრობის შემთხვევაში კი, ვიღებთ პასუხისმგებლობას მხოლოდ მატერიალური ვალდებულებების (კარდინალური ვალდებულებები) დარღვევისთვის და მხოლოდ შეზღუდული მასშტაბით. ეს შეზღუდვა ეხება აღნიშნული სახის ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ ზიანს, რომლის დადგომაც მოსალოდნელია.
5.8. ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა ირიბი ზიანისთვის, კერძოდ, მოგების დაკარგვის ან არამატერიალური ზარალის შემთხვევაში. უფრო მეტიც, ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას მონაცემთა დაკარგვის ან თქვენი აპარატურის ან პროგრამული უზრუნველყოფის სხვა სახის დაზიანებაზე, რაც გამოწვეულია NEW YORKER აპლიკაციაში მასალის ჩამოტვირთვის შედეგად.
5.9. პასუხისმგებლობის ზემოაღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება სიცოცხლის ხელყოფაზე, ფიზიკურ დაზიანებასა და ჯანმრთელობის დაზიანებაზე, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, ისევე როგორც არ ვრცელდება საკუთრების პრეტენზიებზე პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლობის შესახებ გერმანიის კანონის თანახმად.
5.10. პასუხისმგებლობის ზემოაღნიშნული შეზღუდვები ასევე ვრცელდება NEW YORKER-ის თანამშრომლებზე, კანონიერ წარმომადგენლებსა და მოადგილე აგენტებზე.
5.11. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა იმ ხარვეზზე, რომელიც აქვს NEW YORKER-ს, NEW YORKER ალიკაციიის ბოროტად გამოყენების ან უკანონო გამოყენების შედეგად ან რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ თქვენ არ ასრულებთ თქვენს სახელშეკრულებო ვალდებულებებს.
6. მომხმარებლის ვალდებულებები
6.1. თქვენ ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ ჭეშმარიტი და სრული ინფორმაცია თქვენი ვინაობის შესახებ - კერძოდ, თქვენი სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი - იმდენად, რამდენადაც ეს ინფორმაცია საჭიროა პირადი სერვისებისთვის. ასევე გთხოვთ რეგულარულად განაახლოთ თქვენი პერსონალური მონაცემები და შექმნათ თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლები, რათა დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათი აღდგენა.
6.2. NEW YORKER აპლიკაციით და მისი სერვისებით სარგებლობის უფლება ვრცელდება მხოლოდ თქვენზე. გამოყენების პირობებიდან გამომდინარე, შემდეგი უფლებები და ვალდებულებები არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს მთლიანად ან ნაწილობრივ. თუ თქვენ იღებთ მონაწილეობას ფორუმებში, ჩატებში, ბლოგებსა და სხვა ინტერაქტიულ სერვისებში, მაშინ გეკრძალებათ მესამე პირებისთვის თქვენს სამომხმარებლო ანგარიშზე და პაროლზე წვდომის უფლების მინიჭება; მხოლოდ თქვენ გაქვთ NEW YORKER აპლიკაციით და მისი სერვისებით სარგებლობის უფლება.
6.3. როგორც ინტერაქტიული სერვისების მომხმარებელმა, უნდა შეინახოთ თქვენი პაროლი და სხვა ინფორმაცია თქვენი მომხმარებლის ანგარიშის შესახებ. თქვენი მომხმარებლის ანგარიშის ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე service@newyorker.de. თქვენ იღებთ სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც განხორციელდება თქვენი წვდომის დეტალებიდან.
6.4. აკრძალულია არალეგალური და ამორალური შინაარსის ან/და განცხადებების ატვირთვა, გავრცელება ან/და ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ისეთი სახის, რომელიც აღვივებს რასობრივ სიძულვილს ან წაახალისებს ან ამართლებს ძალადობას, მოუწოდებს ომისკენ, არის პორნოგრაფიული ან სექსუალური ხასიათის, აშკარად საფრთხეს უქმნის ბავშვებს და ახალგაზრდებს. NEW YORKER აპლიკაციის გამოყენებისას თქვენ არ უნდა დაარღვიოთ კომერციული დაცვის, საავტორო, პირადი, საკუთრების ან მესამე მხარის სხვა უფლებები; არ უნდა გასცეთ შინაარსი ვირუსების დახმარებით, ეგრეთ წოდებული Trojan Horses (ტროას ცხენები) ან სხვა პროგრამებით, რომლებიც აზიანებენ და/ან საფრთხეს უქმნიან პროგრამულ უზრუნველყოფას და/ან აპარატურას და სისტემის ან ქსელის უსაფრთხოებას; უკანონოა ჰიპერბმულების ან მასალების შეყვანა, შენახვა ან გაგზავნა ნებართვის გარეშე, განსაკუთრებით, თუ ეს ჰიპერბმულები ან მასალები არღვევენ კონფიდენციალურობის ვალდებულებებს; ასევე აკრძალულია რეკლამების ან არასასურველი ელექტრონული შეტყობინებების (ე.წ. „სპამი“) ან ვირუსული არაზუსტი გაფრთხილებების, გაუმართავი ფუნქციების და ა.შ. გავრცელება ან კონკურსებში, “snowball systems”-ში, ჯაჭვურ წერილებში, პირამიდულ სქემებსა და მსგავს აქციებში მონაწილეობის წაახალისება.
7. ავტორობა
7.1. NEW YORKER აპლიკაცია დაცულია საავტორო უფლებებით. ეს განსაკუთრებით ეხება წყაროს კოდს, ტექსტებს, სურათებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, გრაფიკას, დიზაინს, ხმის, ვიდეოს და ანიმაციურ ფაილებს, მათ შორის განთავსებას NEW YORKER APP-ში. NEW YORKER აპლიკაციის კომპონენტების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის ნაწილობრივი), დუბლირება, გავრცელება, გაგზავნა ან სხვა გამოყენება (მთლიანად ან ნაწილობრივ) ელექტრონული მედიის (მათ შორის ინტერნეტში) ან ჩვეულებრივი პუბლიკაციების გამოყენებით ნებადართულია მხოლოდ წინასწარი თანხმობით. NEW YORKER აპლიკაციის გამოქვეყნებაზე თანხმობა შეიძლება გასცეს რედაქტორმა სამართლებრივი შეტყობინება.
7.2. უფრო მეტიც, სურათები, გრაფიკა, ტექსტი და სხვა ფაილები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ დაექვემდებაროს მესამე მხარის საავტორო უფლებებს.
7.3. შინაარსი და გადმოსაწერი მასალები შეიძლება დაკოპირდეს ან გადმოიწეროს მხოლოდ პირადი სარგებლობის მიზნით. თუმცა, ამ პროცესის მეშვეობით მომხმარებელი არ იძენს არანაირ უფლებებს კოპირებულ ან გადმოწერილ მასალებზე. დაუშვებელია NEW YORKER აპლიკაციის მთლიანი შინაარსის ან ნაწილის რეპროდუქცია, გამოქვეყნება, გადაგზავნა, გადაცემა, გავრცელება, ჩვენება, მოდიფიკაცია, გაყიდვა ან გამოყენება საჯარო ან კომერციული მიზნებისთვის.
7.4. ყველა სავაჭრო და სხვა ნიშანი NEW YORKER აპლიკაციაში შეზღუდვის გარეშე ექვემდებარება მოქმედი სასაქონლო ნიშნების კანონის დებულებებს. მათი გამოჩენა ჩვენს NEW YORKER აპლიკაციაში არ ნიშნავს იმას, რომ ნიშნები არ არის დაცული მესამე მხარის უფლებებით.
7.5. NEW YORKER აპლიკაციის გამოყენებით, არ ხდება ლიცენზიის ან უფლების მინიჭება პირდაპირ, ირიბად ან სხვაგვარად ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გამოყენების მიზნით, რომლის ობიექტი ასახულია NEW YORKER აპლიკაციაში. ნებისმიერი უკანონო გამოყენება მკაცრად აკრძალულია.
7.6. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ამობეჭდოთ NEW YORKER აპლიკაციის ასლები თქვენი პირადი გამოყენების მიზნით. იგივე ეხება თქვენს მყარ დისკზე შინაარსის ჩამოტვირთვას, იმ პირობით, რომ ის შემოიფარგლება მხოლოდ პირადი მოხმარებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს საავტორო უფლებების შენიშვნების და სავაჭრო ნიშნების აღნიშვნების შეცვლა ან წაშლა.
7.7. თქვენ ეთანხმებით ჩვენს მიერ ნებისმიერი იმ მასალის საკუთრების უფლების შეძენას, რომელსაც განათავსებთ NEW YORKER აპლიკაციაში თქვენი ინიციატივით, მოთხოვნით ან გამოგვიგზავნით ნებისმიერი სხვა გზით, მაგალითად, ელექტრონული ფოსტით. თუ არ არის შეტანილი პერსონალური დეტალები ან არ გვაქვს გაფორმებული კონფიდენციალურობის ხელშეკრულება თქვენთან, ჩვენ არ ვართ ვალდებული, მივიჩნიოთ მასალა კონფიდენციალურად. თქვენ გვანიჭებთ უსასყიდლო, განუსაზღვრელ, შეუქცევად, გადაცემად და ექსკლუზიურ უფლებას, რომ გავავრცელოთ და გამოვიყენოთ მასალა, რომელსაც თქვენ განათავსებთ NEW YORKER აპლიკაციაში. კერძოდ, ჩვენ გვაქვს უფლება გავამრავლოთ, გამოვაქვეყნოთ, გადავიტანოთ, გავავრცელოთ, შეცვალოთ ან გავყიდოთ ეს მასალა მთელ მსოფლიოში და გამოვიყენოთ მთლიანი შინაარსი ან მისი ნაწილი სხვაგვარად საჯარო ან კომერციული მიზნებისთვის და განვათავსოთ იგი სხვა სახის ნაშრომებში, ფორმის, საშუალებების და ტექნოლოგიის მიუხედავად, რომელიც გამოიყენება ამ პროცესში.
7.8. NEW YORKER უფლებამოსილია შეცვალოს მოწოდებული შინაარსი იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია გრაფიკული ჩვენების ან სარედაქციო მიზეზების გამო.
7.9. თქვენ იძლევით გარანტიას, რომ ფლობთ ყველა უფლებას გადაცემულ შინაარსზე, კერძოდ, უფლებამოსილი ხართ, გადასცეთ განსაზღვრული უფლებები NEW YORKER-ს. ფოტოებზე ნაჩვენები პირები უნდა იყვნენ 18 წელს გადაცილებული და განაცხადონ თანხმობა ატვირთვაზე ან თქვენ უნდა გქონდეთ მეურვის შესაბამისი თანხმობა.
7.10. თუ მესამე მხარეს ან სხვა მომხმარებელს პრეტენზია აქვს NEW YORKER-ის მიმართ შინაარსის მიწოდების ან/და ატვირთვის ან/და შინაარსის გამოყენების საფუძველზე (კერძოდ, პირადი უფლებების, საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნის უფლებების ან დამატებითი საავტორო უფლებების დარღვევის გამო), ვალდებული ხართ აუნაზღაუროთ NEW YORKER-თვის მიყენებული ზიანი და პირველივე მოთხოვნისთანავე აგვანაზღაუროთ მსგავსი პრეტენზიებიდან მიღებული ზარალი.
7.11. აღნიშნული არ აზიანებს NEW YORKER-ის სხვა უფლებებს ან კომპენსაციის მოთხოვნებს. თქვენ უფლება გაქვთ აჩვენოთ, რომ რეალურად NEW YORKER-მა უფრო ნაკლები ხარჯი გაიღო.
7.12. სარგებლობის და თქვენზე პირდაპირ მინიჭებული სხვა უფლებების გარდა, არ გენიჭებათ რაიმე სახის სხვა უფლება, კერძოდ, უფლება კომპანიების დასახელებაზე და კომერციულ დაცვაზე, როგორიცაა პატენტები, რეგისტრირებული საწარმოო ნიმუშები ან სავაჭრო ნიშნები, და არც NEW YORKER აქვს ამ სახის უფლებების მინიჭების ვალდებულება.
8. მონაცემების დაცვა
8.1. მოქმედებს NEW YORKER-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: კონფიდენციალურობის პოლიტიკა
9. სხვადასხვა
9.1. გამოყენების ეს წესები რეგულირდება გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანონით, საქონლის საერთაშორისო გაყიდვის შესახებ გაეროს კონვენციის გამონაკლისით. კანონის ეს არჩევანი არ იმოქმედებს თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის სავალდებულო კანონის გამოყენებაზე.
9.2. თუ წინამდებარე გამოყენების პირობების ცალკეული დებულებები იქნება ან გახდება არაეფექტური ან ეწინააღმდეგება ნორმატიულ დებულებებს, ეს არ იმოქმედებს სხვა გამოყენების პირობებზე. ბათილი დებულებები მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეიცვლება ისეთი დებულებით, რომელიც მაქსიმალურად უახლოვდება ბათილი დებულებების ეკონომიკურ მიზანს იურიდიულად დასაბუთებული მეთოდით. ზემოაღნიშნული დებულება ასევე ვრცელდება ხარვეზებზე.
9.3. გამოყენების პირობები პერსონალიზებული სერვისების სპეციალურ წესებთან და პირობებთან, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და ნებისმიერ სხვა რეგულაციასთან ერთად, ინტერაქტიული მომსახურების მიზნით, წარმოადგენს სრულ შეთანხმებას თქვენსა და NEW YORKER-ს შორის.
9.4. NEW YORKER აპლიკაცია ოპერირებს NEW YORKER პასუხისმგებლობოს ქვეშ. NEW YORKER აპლიკაცია პატივს სცემს იმ ქვეყნის მოთხოვნებს, სადაც პასუხისმგებელ კომპანიას აქვს რეგისტრირებული ოფისი. NEW YORKER ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, თუ NEW YORKER აპლიკაციის მასალების/შინაარსის წვდომა ან ჩამოტვირთვა შესაძლებელია შესაბამისი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. თუ შესაბამისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ მომხმარებლებს აქვთ NEW YORKER აპლიკაციაზე წვდომა, ისინი თავად არიან ექსკლუზიურად პასუხისმგებელი ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამის დებულებებთან შესაბამისობაზე. დაუშვებელია იმ ქვეყნის NEW YORKER აპლიკაციის მასალებზე/შინაარსზე წვდომა, სადაც აკრძალულია მსგავსი ხელმისაწვდომობა.